კობახიძის პასუხი სააკაშვილს: შერიგების შანსი თეორიულად არსებობს

შერიგების შანსი თეორიულად არსებობს – ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილისგან ე.წ. დანაშაულებების მონანიება მოითხოვა, რომლის აღიარების შემთხვევაშიც, მისი თქმით, შესაძლებელია რაიმე ტიპის შერიგებაზე იყოს საუბარი.

“შერიგების საფუძველი არის, რა თქმა უნდა, სინანული და მონანიება და ჩვენ ამის ვერავითარ ნიშან-წყალს ვერ ვხედავთ განსაკუთრებით სააკაშვილის გამოსვლებში, უფრო მეტიც, ის ძალიან ხშირად იმუქრება ხოლმე. როდესაც დამნასავე იმუქრება, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარ ზედმეტია. რა თქმა უნდა, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულებს, უნდა აღიარონ დანაშაულები, მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძმესი კორუფციული დანაშაული, რომელზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, “- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ ეროვნული შერიგების ინიციატივით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიძამაშვილი – რუსეთი წერილობით დათანხმდა წლის ბოლომდე დეპორტირებულების საქმეზე თანხის გადახდას
შემდეგი სტატიაკობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია