“[კობახიძის მუქარა ზურაბიშვილზე] მიუღებელია და ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. მოვუწოდებ, გაიწვიოს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს”-PACE-ის პრეზიდენტი

PACE-ის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი, არალეგიტიმური პრემიერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ მუქარას ეხმაურება, რომელიც მან პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გააჟღერა.

PACE-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია და დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“მინდა შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპული საბჭოს წევრი. პირდაპირი მუქარა, რომელიც მან დღეს გამოთქვა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ჩასვას ციხეში, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება – 29 დეკემბერს, მიუღებელია და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მოვუწოდებ კობახიძეს, გაიწვიოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს”, – წერს რუსოპულოსი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – პანიკაში ჩავარდნილმა ქოსატყუილების ბრიგადამ დღეს მორიგი პრეზიდენტის დაპატიმრება დააანონსა – შეტევაზე გადასვლის და უკანონოდ დაპატიმრებული შენობების დაცლის დროა
შემდეგი სტატია“ქართველი “პრემიერი”, რომელიც ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია, ლეგიტიმურ პრეზიდენტს ემუქრება. არ მივცემთ უფლებას ხელყონ ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება”- ლუაზო