“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მათი ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და მოსთხოვეს კანდიდატურაზე უარი ეთქვათ. მისი თქმით, ერთ-ერთმა კანდიდატმა მოყვა აღნიშნული ისტორია, რაზეც მას ინფორმაცია მიაწოდეს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ “რადიკალური ოპოზიციისა” და სალომე ზურაბიშვილის ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი. კობახიძის თქმით, გათვლა იყო ის, რომ ნოემბრის ბოლოსთვის საბჭოში რჩებოდა მხოლოდ 3 წევრი და ასეთ დროს ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელდება ეფექტიან საქმიანობას.
“კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ ამ კანდიდატებს და მოსთხოვეს, ჩარევაზე ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილის, ჩემი ინფორმაციით, გუშინ დაიბარეს ეს კანდიდატები, პრეზიდენტთან დაიბარეს და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ამაზე მეტი ზეწოლა რა შეიძლება იყოს, ეს არის სწორედ უღირსი საქციელი საქციელი. ერთ-ერთის მონაყოლი ამბავია, მე პირდაპირ არ მაქვს მიღებული ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი, ორიდან ერთს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მე მომაწოდეს ინფორმაცია”, – თქვა კობახიძემ.