“კობახიძის მოწოდება, რომ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას მიხედონ, საბჭოთა “ობეხეეს-ის” სისტემის რეანიმაციაა” – რომან გოცირიძე

“კობახიძის მოწოდება, რომ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას მიხედონ, საბჭოთა “ობეხეეს-ის” სისტემის რეანიმაციაა” – ამის შესახებ ეკონომისტმა, რომან გოცირიძემ განაცხადა და სასურსათო პოლიტიკასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, “როგორც ეს ბელარუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია”.

კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია. შემდეგი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელარუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ.

სახელმწიფო რესურსების ტოტალური ძარცვა და ელიტური კორუფცია, რასაც თავად აღიარებენ, შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატი და მოგების მარჟები განაპირობებს.

“ოცნების” პრემიერის თქმით, ფასების შემცირების მიზნით დაიწყებს აქტიურ მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების ქსელებთან, პარალელურად კი განიხილავს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებას და სამართალდამცავი უწყებების ჩართვას შესაძლო სამართლებრივი დარღვევების გამოსავლენად.

banner
წინა სტატიაში“აშშ-მა ლუკაშენკოს პოლიტპატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, სანქციების მოხსნა და წონის დასაკლები წამლები შესთავაზა” – Wall Street Journal
შემდეგი სტატიარა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?