27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

კობახიძის განკარგულებით ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთას შლიან და წიაღისეულს ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ

კობახიძის განკარგულებით ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთას შლიან და წიაღისეულს ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ.

ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ შესაბამის განკარგულებაზე კობახიძეს ხელი 2025 წლის 6 მაისს აქვს მოწერილი.

მათივე ცნობით, ხელოვნური კუნძულის პროექტის განმახორციელებელ კომპანიას – “ამბასადორ ბათუმი აილენდ” – მთავრობამ კვირიკეში 21 ჰექტარი ტერიტორია გამოუყო და, გამოცემის ინფორმაციით, აქ კომპანიას ლიცენზიის გარეშე, ჯამში, 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] მოპოვების უფლება მისცეს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის კი „ამბასადორს“ სახელმწიფო ბიუჯეტში 365 ათას 217 ლარის გადახდა დაავალეს.

banner
წინა სტატიაშიირანის საგარეო უწყება: სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის და აშშ-ის პრეზიდენტებმა მოაწერონ ხელი
შემდეგი სტატიამთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ხოშტარიაზე: ეს ქმედება, რომელშიც ახლა ეს ადამიანი იმყოფება, საჭიროებს ჰუმანურ მოპყრობას