კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მიზანი კონსტიტუციური გადასინჯვის იმგვარი კანონპროექტის შემუშავებაა, რომლის მიღებაც კონსტიტუციურ სამართლის პრინციპებთან კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და პროექტს მომავალი წლის აპრილამდე შეიმუშავებს.

მისი თქმით, კომისიის მიერ მუშაობის დაწყებას სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები მოჰყვება.
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისია იმავე ფორმატის იქნება, რა ფორმატითაც ის სამი წლის წინ შეიქმნა.

კომისიის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საპარლამენტო ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუციური ორგანოს წარმოდგენლები, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის შპს „ავტოსერვისი-16“-ის დირექტორი დააკავეს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია გადარჩენის ფონდის შექმნა