კობახიძის განცხადებით, ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებულს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

“იმ ადამიანს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ კონკრეტულ ქმედებაში, აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორც ჩვენ ვიცით. თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება იმ პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული – პირი არის დაკავებული. დანარჩენს დაადგენს გამოძიება“,- ამბობს კობახიძე

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 სექტემბრისთვის – დოლარი – 3.1155 ლარი, ევრო – 3.6551 ლარი, ფუნტი – 4.2514 ლარი
შემდეგი სტატიამდინარაძე: ასე შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა