კობახიძის განცხადება შეშინებული ლიდერის შეფასებას ჰგავს – ვურჩევდი „ქართულ ოცნებას” არასერიოზული განცხადებების ნაცვლად „ფეიკსა“ და „ჩალის ფასზე”, მოემზადონ კონკრეტული პირობების შესასრულებლად – სამნიძე

კობახიძის განცხადება ძალიან ჰგავს შეშინებული ლიდერის შეფასებას – ვურჩევდი „ქართულ ოცნებას” არასერიოზული განცხადებების ნაცვლად „ფეიკსა“ და „ჩალის ფასზე”, მოემზადონ კონკრეტული პირობების შესასრულებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის შესწორებაზე, სადაც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.

სამნიძის განცხადებით, რეზოლუცია ამავე დროს მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომელსაც როგორც სამნიძე აღნიშნავს, ქვეყანა სავარაუდოდ, დათქმებით მიიღებს.

„ბატონი კობახიძის შეფასება ძალიან ჰგავს შეშინებული ლიდერის შეფასებას, რომელმაც მიიღო ძალიან მძიმე გზავნილი, როგორც ჩვენი პარტნიორისგან ევროპარლამენტისგან, ასევე ის მოლოდინშია, რომ მიიღებს სერიოზულ შენიშვნებს ივანიშვილისგან, რომელიც თვლიდა, რომ მისი სახელი და გვარი და სანქციების თემა არ აღმოჩნდებოდა ასეთ სერიოზულ დოკუმენტში. პირველი ნაბიჯი ასეთი მძიმე გზავნილის შემდეგ უნდა იყოს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ” თვალი გაუსწოროს რეალობას და დაინახონ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად არიან ინფორმირებული და ზუსტად იციან, რომ ამ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი და თუ აქამდე დახურულ კარს მიღმა იყო საუბრები და გაფრთხილებები, თხოვნები, რომ არ წაეყვანათ ქვეყანა უკან დემოკრატიის თვალსაზრისით, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა საპასუხოდ, მეტიც, თავს ესხმოდა პარტნიორებს, ამიტომ დღეს უკვე ყველა პოლიტიკური პარტიის შეთანხმებით რეზოლუცია იქნა მიღებული, სადაც დაიწერა, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი და ქვეყანა რომ წავიდეს წინ ის უნდა დასანქცირდეს“, – განაცხადა სამნიძემ.

წინა სტატიაშივარკვევდით, ვინ იდგა ქმედებების უკან, რომლებიც არღვევს ევროპულ ფასეულობებს, ყველას ესმის, რომ ეს ივანიშვილია – იუკნევიჩიენე რეზოლუციაზე
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის ჯგუფების ლიდერები ევროპულ საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს