კობახიძის განცხადება, რომ სამ ტელევიზიაში ტრიალებს შავი ფული, საგადასახადო სამსახურებმა აღიქვეს პირდაპირ დავალებად – დამენია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, მედიაზე გახშირებულ თავდასხმებსა და მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება.
დამენიას თქმით, ქართული ოცნება ორკესტრირებულად ახორციელებს თავდასხმას თავისუფლებასა და მის ყველაზე მძლავს იარაღ, მედიაზე.
დამენიამ აღნიშნა, რომ ამ ორკესტრირებული შეტევისაგან დასაცავად ერთადერთი იარაღი საზოგადოების აქტიური ჩართვაა თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
„ქართული ოცნება ახორციელებს ორკესტრირებულ შეტევას თავისუფლებაზე და მის ყველაზე მთავარ და მძლავრ იარაღზე, თავისუფალ მედიაზე. 5 ივლისიდან მოყოლებული, ფაქტობრივად დღე არ გავა, რომ ჟურნალისტებზე არ მოხდეს თავდასხმა და ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სამ ტელევიზიაში ტრიალებს შავი ფული, ეს საგადასახადო სამსახურებმა აღიქვეს პირდაპირ დავალებად და გუშინ, ტელეკომპანია მთავარში შევიდა საგადასახადო სამსახურები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშების გაყინვა და ამით ფაქტობრივად ხელის შეშლა თავისუფალი მედიის მუშაობაში.
ამიტომაც, ერთადერთი იარაღი რაც ჩვენ გვრჩება, ეს არის საზოგადოების აქტიური ჩართვა თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ყველაფრის გაკეთება, რათა ჩართული იქნას საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ზეწოლით მივაღწიოთ იმას, რომ პოლარიაზია და თავდასხმები, რაც მიმდინარეობს ხელისუფლების მხირდან თავისუფალ მედიაზე, შეჩერდეს.“ – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსი კიდევ 3141 ადამიანს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამედიის თავისუფლება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტი დემოკრატიულ საქართველოში