კობახიძის განცხადება ცენზურისკენაა მიმართული – Sakdoc Film

საქართველოში დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კომპანია “საქდოკ ფილმი” რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმ “მოთვინიერებასთან” დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

საქართველოს მხრიდან “მოთვინიერების” მწარმოებელი კომპანია ამბობს, რომ კობახიძის განცხადებები მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ და არის თავდასხმა ფილმის ავტორზე.

“ვთვლით, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კინოსა (და სხვა სახელოვნებო დარგების) ცენზურისკენ და წარმოადგენს თავდასხმას რიგით მოქალაქეზე – ფილმის ავტორზე.

განცხადება მოსდევს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას, რისი საშუალებითაც კულტურის სამინისტრო ამკაცრებს კონტროლს ამ ინსტიტუციაზე.

მოთვინიერების” (რეჟ: სალომე ჯაში) პრემიერა შედგა 2021 წელს სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გარდა ფილმი დაფინანსებულია შვეიცარიული და გერმანული საზოგადოებრივი ფონდების, ევრიმაჟის, Arte-სა და სხვა ევროპული ინსტიტუციების მიერ. ფილმი შვეიცარიულ-გერმანულ-ქართულ კოპროდუქციას წარმოადგენს (მეტი დეტალი პოსტის ბოლოსაა მოცემული)”, – წერს კომპანია.

კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ სალომე ჯაშის ფილმ “მოთვნიერებაზე” ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ფილმები არ უნდა ფინანსდებოდეს.

banner
წინა სტატიაშიემანეულ მაკრონი – ფრანგულ-იტალიური წარმოების შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკვე უკრაინაშია
შემდეგი სტატიათიანეთის სოფელ ტუშურებში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა