კობახიძის განცხადება, ადასტურებს,რომ ხელისუფლებას რ2-ის ჩახშობა სურდა-ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმთ, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური გავლენის მცდელობის ფონზე მიიღო, არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ საქმეში იყო ხელისუფლების დაინტერესება და პოლიტიკური მოტივაცია.

„ქართული ოცნების წარმომადგენელთა ყოველი მომდევნო განცხადება არის კიდევ უფრო სამარცხვინომ, სავალალო და ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ცხადად აჩვენებს კიდევ ერთხელ რომ საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი ჩაეხშო რუსთავი2 და ეს განცხადება პირიქით აძლიერებს სტრასბურგში უკვე ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ რუსთავი2-ის ხმის ჩახშობა უნდოდა სწორედ საქართველოს ხელისუფლებას,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კობახიძემ განაცხადა, რომ რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსების მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და გავლენის ქვეშ მიიღო.

banner
წინა სტატიაშითეატრების ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იყო როგორ გაუმკლავდებოდნენ ბიუჯეტის შემცირებას -გიორგაძე მსახიობების ხელფასებზე
შემდეგი სტატიანიკა რურუა : ვინც ცდილობდა სტრასბურგზე ზეწოლის მოხდენას ეს იყო უვიცი მთავრობა