კობახიძის გამოგონილი რეალობა ევროკავშირმა ჩამოშალა – აქუბარდია

პრემიერის განცხადება ცხადყოფს, რამდენად მტრობს ირაკლი კობახიძე ქვეყნის და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს, – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პრემიერის განცხადებას.

ოპოზიციის წევრის თქმით, კობახიძის “გამოგონილი რეალობა” ევროკავშირმა საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით არაერთხელ ჩამოშალა.

კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მტრობს ირაკლი კობახიძე ქვეყნის და ხალხის არჩევანს, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, შესაბამისად, ამ ვითარებაში მთელი ეს გამოგონილი რეალობა კობახიძის, აბსოლუტურად ჩამოშალა ევროკავშირის იმ ციფრებმა დახმარების, რომელიც ბიუჯეტიდან ქართველი ხალხისთვის მიედინება, ისევე, როგორც იმ ადექვატურმა პასუხმა, რომ ევროკავშირში საქართველოს არ ექნება წინსვლა რუსული კანონის პირობებში, – ამბობს აქუბარდია.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: კობახიძის განცხადება სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო სრული ბოდვა და აბსურდი
შემდეგი სტატიასტანო: კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან, ეს არის ფაქტი და არა – მოსაზრება