სენატორმა ჯინ შაჰინმა Nationaljournal – ს მისცა ინტერვიუ, სადაც საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა და თქვა, რომ კობახიძის ერთ-ერთი სურვილი სწორედ ის იყო, რომ პარტნიორებს შეეწყვიტათ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომელიც შესაძლოა, კრიტიკულად ყოფილიყო განწყობილი “ოცნების„ მიმართ.
კანონის შესახებ შეშფოთებას გამოვთქვამთ მას შემდეგ, რაც პირველად შემოიღეს ერთი წლის წინ. ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისგან ამ კანონის [ამოქმედების] შემდეგ ქვეყანაში მუშაობას ვეღარ შეძლებენ. ის ასახავს მსგავს კანონს, რომელიც მიიღეს რუსეთში, რამაც გამოიწვია ამდენი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის რუსეთიდან გამოსვლა. და ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ხდება საქართველოში.
ჩვენ ასევე მოვისმინეთ რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს, ამიტომ ევროკავშირმა აღმართა რეალური წითელი დროშები.
საქართველოს პირველი პირები აცხადებენ, რომ ეს არის გამჭვირვალობისთვის, რომ მათ სურთ თვალყური ადევნონ რა ხდება. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის, რაც ხდება. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე. ეს არის საერთოდ რაიმე განსხვავებული აზრის წინააღმდეგობა.
პრემიერ-მინისტრს როცა შევხვდით – ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე და ჩვენს შეშფოთებაზე ურთიერთობების გაუარესებაზე; ქართული ოცნების მთავრობას არ სურს გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას. – მისი ერთი თხოვნა იყო, რომ შევწყვიტოთ ყველა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ.
კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა: ”ეს არის დემოკრატია”. ეს არის არა წინააღმდეგობის გათიშვა, არამედ ეს არის იმის აღიარება, რომ რასაც აკეთებ შესაძლოა მას მოჰყვეს კრიტიკა. სწორედ ეს არის დემოკრატიის ნაწილი“,- ამბობს შაჰინი.