კობახიძის დანიშვნის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს სახელმწიფო რესურსი – გოცირიძე

“ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის სახელმწიფო რესურსები, რომელსაც როგორც წესი, ქართული ოცნება იყენებს ხოლმე არჩევნებში,” – ასე ხსნის დეპუტატი რომან გოცირიძე “ქარტული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნას.

“ევროოპტიმისტების” დეპუტატი თვლის, რომ როგორც პრემიერს სახელმწიფო რესურსზე ხელი მიუწვდება ირაკლი კობახიძეს, თანაც არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ სანქცირებული იყოს.

შეიძლება ღარიბაშვილს უკვე სანქციაც აქვს დაწესებული, ეს გამოჩნდება, სექტემბერში მისი ოჯახის წევრებს შეუშვებენ თუ არა აშშ-ში, თანაც ადმინისტრაციული რესურსის მეტად გამოყენება შეუძლია პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის სახელმწიფო რესურსები, რომელსაც როგორც წესი, ქართული ოცნება იყენებს ხოლმე არჩევნებში,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

საარჩევნო შტაბს არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ პრემიერი უხელმძღვანელებს. ბიძინა ივანიშვილმა ნდობა საარჩევნო შტაბის მართვასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს გამოუცხადა. თუმცა, წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს ყოველთვის პარტიული პირი ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ხაზარაძესთან მე არანაირი კითხვები არ მაქვს და არც მქონია
შემდეგი სტატიაკობახიძე აუცილებლად დამარცხდება – აქუბარდია