კობახიძეს თუ ჰგონია, რომ ხვალ დაჯდება იმ სკამში და წყნარად წაიყვანს სხდომას პარლამენტში, ძალიან ცდება

ივანიშვილს, რომელსაც ახლა ან სძინავს, ან ღვიძავს მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის პარტაქტივი. გამოსავალი არის, შემდეგ კვირაში შეუძლია პარლამენტს შეიკრიბოს, იცინირებულია პროპორციული წესი, გადავიდეთ პროპორციულ წესზე. მაგრამ მანამდე უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც იყვნენ ჩართული, კობახიძის ჩათვლით. კობახიძემ ის სკამი უნდა გამოიტანოს და თავისი ხელით დაწვას, იმიტომ, რომ ეს არის სიმბოლო შეურაცხყოფის. ეს თუ არ ესმის ივანიშვილს ძალიან ცუდად დაამთავრებს, არანაირი პოლიცია არ უშველის. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ცვლილებები. ცვლილებებს ალტერნატივა არ აქვს. მე ვერ წავუკითხავ მორალს ვერც ერთ გაბრაზებულ ადამიანს იმიტომ, რომ გაბრაზებულია სამართლიანად. ნაბიჯი უნდა გადმოდგას ხელისუფლებამ და არა ოპოზიციამ, იმიტომ, რომ ხელისუფლებაა ამისთვის არჩეული, რომ ნაბიჯი გადადგას საკუთარ ხალხთან. რომ გამოდის კობახიძე და ამბობს არ გადავდგები, მარტო დაწერილი ბოდიში იყო საკმარისი ლუღლუღით წაკითხული კალაძის მიერ, ამას საზოგადოება არ მიიღბს. კობახიძეს თუ ჰგონია, რომ ხვალ დაჯდება იმ სკამში და წყნარად წაიყვანს სხდომას პარლამენტში, ძალიან ცდება. ეს არ არის რიგითი შემთხვევა. ეს ამბავი შეეხო ყველა ჩვენი მოქალაქის ნერვს, ემოციას, ღირსებას. აქ გამოსავალი არის ერთი – დაიხიე ბიძინა უკან! ეს ხალხი მეც რომ მოვუწოდო, სხვამაც რომ მოუწოდოს, რომ გადავეფაროთ, არ გაჩერდება. შეურაცხყოფილი ხალხი არ გაჩერდება. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ჩავატაროთ მალევე პროპორციული არჩევნები. ”-თქვა პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მხარეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ეს რუსული სცენარია