“კობახიძეს ნამდვილად უნდა ბრეჟნევობა” – ჭიჭინაძე

ეტყობა კობახიძეს სადღეგრძელოები მოენატრა, მაგრამ “ქართულ ოცნებას” საქეიფოდ ნამდვილად არ აქვს საქმე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ შავგულიძისნაირი დეპუტატები უამრავი ყავს პარლამენტს, ხოლო კახიძე ნამდვილად გაამრავალფეროვნებს საკანონმდებლო ორგანოს.

“ეტყობა კობახიძეს სადღეგრძელოები მოენატრა, მაგრამ “ქართულ ოცნებას” საქეიფოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. ის რასაც კობახიძის განცხადებებში ვკითხულობ, რომ შეიძლება მეოთხე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაში, ამით ვრწმუნდები, რომ კობახიძეს ნამდვილად უნდა ბრეჟნევობა . მას ნამდვილად აქვს კავშირი ძველ კომკავშირთან, მამამისიც ხომ კომკავშირელი იყო”,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : როდესაც პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას დაიწყებს, დიდი მნიშვნელობა აქვს, დარბაზში შალვა შავგულიძე იჯდება თუ არა
შემდეგი სტატიაყველაზე რთულია, როცა პატრიოტიზმი ფარისევლების საბრძოლველ ველად იქცევა, ამის მაგალითია ნუკრი ქანთარია და მისი ინიციატივა