კობახიძეს მდინარაძე შეცვლის – სპიკერი გერმანიაში ელჩად გადაჰყავთ?

,,თავისუფალის საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსკტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრული თავისუფლება მისცა. მის საქმეებში არავინ, თვით პრემიერ-მინიტრიც კი არ ერეოდა, თუმცა, მან ,,ჩაააგდო ის სფერომ რომელიც ჩააბარეს“.

კუკავას ინფორმაციით, ფილარმონიაში ჩაშლილი შეხვედრას ივანიშვილის ,,სასახლის კარზე“ არაოფიციალური განხილვებნი მოჰყვა. ბევრი ითათბირეს თუ ცოტა, დაასკვნეს, კობახიძე შარს გადაგვყრისო და ასპარესზე მდინარაძე გამოიყვანეს“- აცხადებს კუკავა ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში. მისი ინფორმაცაიით, სწორედ მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს მალე ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.

,,უბრალოდ, განცხადებას დაწერს გადადგომის შესახებ. მერე გამოვლენ ,,ოცნების“ ლიდერები და იტყვიან, კობახიძემ ამ თანამდებობაზე თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ის საქართველოს სხვა ფრონტზე სჭირდებაო. გვეტყვიან, რომ დღეს საქართველოსთვის გერმანიასთან კარგი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ,,კულულაც“ სიამოვნებით დასთანხმდება საქართველოს დესპანის თანამდებობას“,- აცხადებს კუკავა ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიანზორ ჩუბინიძე : პატრიარქის პირადი დაცვის უკვე ყოფილი უფროსი ზურაბ ბუჩუკური სხვა თანამდებობაზე მოიაზრება
შემდეგი სტატიაპლებისციტის ჩატარების მოთხოვნით “ევროპულმა საქართველომ” 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა