კობახიძეს და ღარიბაშვილს ვურჩევ, გააგრძელონ ივანიშვილთან ერთმანეთზე ჩივილი და დასმენა – ბუაძე

“ლელოს” წევრი, საბა ბუაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა და პასუხის გაცემა იმ ტყუილებზე, რომელსაც ავრცელებს.

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ კობახიძეს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს, რასაც დღეს მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ასე უპასუხა – “უჩივლოს საბა ბუაძეს მამუკა ხაზარაძემ”.

“კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მე და მამუკას ურთიერთობები გარკვეული გვაქვს. შესაბამისად, ვურჩევ, რომ გააგრძელონ ივანიშვილთან ერთმანეთზე ჩივილი და ერთმანეთის დასმენა. ხოლო რაც შეეხება იმ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო ტყუილებს, რომლებიც მოვისმინეთ მისი პირით, მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილზე და დეზინფორმაციაზე, რომელსაც რამდენიმე დღეა ინტენსიურად ავრცელებს და აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა იმ სამარცხვინო ტყუილებისთვის, რომელიც მისი პირით მოვისმინეთ”, – ამბობს საბა ბუაძე.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის განზრახ, უხეშ დარღვევაზე საჭიროა სათანადო რეაგირება – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაპოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია დააკავა