კობახიძეს არსად ეჩქარება, მაგრამ გვეჩქარება ჩვენ – „ქართულ ოცნებას“ 3 ივლისამდე აქვს ვადა, მნიშნველოვანია, რა პასუხს მივიღებთ, გაცილებით ფართო და მწვავე იქნება ჩვენი მოქმედების არეალი – ვაშაძე

„ქართულ ოცნებას“ 3 ივლისამდე აქვს ვადა და ძალიან მნიშვნელოვანია, რა პასუხს მივიღებთ. ვმუშაობთ კიდეც, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, რა მოქმედებები უნდა იყოს. ჩემი აზრით, გაცილებით ფართო და მწვავე იქნება ჩვენი მოქმედების არეალი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ბრიუსელში განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ეროვნული თანხმობის მთავრობა ტექნიკური მთავრობით ჩაანაცვლოს, თუმცა ამ „ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა“ და ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეას ევროპელი პარტნიორებისაგან სრული მხარდაჭერა აქვს.

„ოლიგარქიას არსად ეჩქარება, მათ უნდა ოლიგარქიული რეჟიმი შეინარჩუნონ და მეტი ფული აკეთონ. ქართველ ხალხს კი ნამდვილად ეჩქარება ევროკავშირის წევრობა იმიტომ, რომ ეს პირდაპირპროპორციულია ნორმალური, ადამიანი ცხოვრების გარემოსთან და ღირსების დაფასებასთან. რა თქმა უნდა, კობახიძეს არსად ეჩქარება, მაგრამ გვეჩქარება ჩვენ. ამიტომ უნდა ვიყოთ 3 ივლისს აქციაზე და შევუერთდეთ იმ საერთო სახალხო, ეროვნულ პროცესს რომელიც დაიწყო საქართველოში. „ქართულ ოცნებას“ 3 ივლისამდე აქვს ვადა, ძალიან მნიშვნელოვანია რა პასუხს მივიღებთ. ვმუშაობთ კიდეც როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, რა მოქმედებები უნდა იყოს. ჩემი აზრით, გაცილებით ფართო და მწვავე იქნება ჩვენი მოქმედების არეალი.

„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს ეროვნული თანხმობის მთავრობა ტექნიკური მთავრობით ჩაანაცვლოს, თუმცა ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ეროვნული თანხმობის მთავრობა დეკემბრამდე უნდა დაკომპლექტდეს იმ პროფესიონალებით, რომლებსაც შეუძლიათ 12-ვე რეკომენდაციის კონკრეტულად რეალიზება. ამ იდეას სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებში და არის გზა დეპოლარიზაციისკენ, რომელიც სჭირდება საქართველოს. ამაზე დასათანხმებლად დრო აქვს „ქართულ ოცნებას“ და იმედი მაქვს, გონს მოეგებიან“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიძალიან კმაყოფილი დავრჩი – ეს არის მათი რეკომენდაცია, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ – ალასანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებაზე
შემდეგი სტატიავაღიარებ, ჩვენი სანქციების ნაწილს აქვს გლობალური რეზონანსი, ევროპელები იხდიან საფასურს, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ თავისუფლებისთვის – სტოლტენბერგი