9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

კობახიძეს ამზადებენ იმ სავარაუდო გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც მიიღებს ბიძინა ივანიშვილი – ანი მიროტაძე

კობახიძეს, სავარაუდოდ, ამზადებენ იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც ივანიშვილი მიიღებს, – ასე აფასებს “ტვ პირველის” ინფორმაციით, “ოცნების” ყოფილი წევრი ანი მიროტაძე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომელმაც “ოცნების” მთავრობა გააკრიტიკა.

პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს გადაყენებას უპირებს.

“ხუნდაძის და მსგავსი ტიპების განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ამზადებენ კობახიძეს იმ სავარაუდო გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც მიიღებს ბიძინა ივანიშვილი და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის საკადრო ცვლილება, რომელიც ასეთ დროს მზადდება ხოლმე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ. ვგულისხმობ გადადგომას, გადაყენებას კობახიძის მინისტრთა კაბინეტის. ამას ნიშნავს მსგავსი, ე.წ. უსიამოვნებები და ე.წ. კრიტიკები, რომლიტაც გამოირჩევიან ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ბიძნა ივანიშვილთან. ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, შეუძლია, რომ მოხსნას ერთი ადამიანი და დანიშნოს მეორე, მაგრა ეს არის ერთი გზა. მეორე გზა არის, მაგალითად, დაარქვას, რაც გინდათ, ის დაუძახეთ. მესამე გზა არის, მაგალითად, როდესაც ისეტი ტიპის დელეგაცია, ან პრეზიდენტი ჩამოვა, როგორიც ალიევია, პრემიერი რომელიღაცა რიგში იდგას და იქ ის იყოს მთავარი. შესაძლოა, ახლა მას უნდა, სხვა თავის ხელქვეითებს შეაქმნევინოს საინფორმაციო ფონი იმისთვის, რომ კობახიძის და გუნდის წასვლის დრო მოვიდა, – ამბობს ანი მიროტაძე. 

“ხალხის ძალის” ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

დეპუტატი კობახიძის მთავრობის საკადრო პოლიტიკას იწუნებს. მისი თქმით, ხარვეზებია საკადრო პოლიტიკაში და ამ კუთხით წინასვლა არ შეინიშნება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მარნეულის მერის ძმას ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო – გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში