კობახიძე:პრეზიდენტს ეწყინა, რომ “რადიკალურ ოპოზიციას” გუშინდელი აქცია “ჩაუვარდა”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, პრეზიდენტს ეწყინა, რომ “რადიკალურ ოპოზიციას” გუშინდელი აქცია “ჩაუვარდა”. ასე უპასუხა მან კითხვას სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან მმართველი გუნდიც და ოპოზიციას გააკრიტიკა.

როგორც ჩანს, ამით მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა, მაგალითად, ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ, ჩაეკითხოთ, აი, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ, ეწყინა მათი წარუმატებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „გამოცხადებულ კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“. ზურაბიშვილის თქმით, ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა, ქვეყნის ღირსებას იცავს და მას არ უნდა შეეცვალოს გეზი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია
შემდეგი სტატიაუკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე დიტო სამხარაძეს მიმართავს (ვიდეო)