15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

კობახიძემ საპატრიარქოს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბანში, სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ, 99 წლით გადასცა

კობახიძემ საპატრიარქოს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბანში, სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ, 99 წლით გადასცა.

როგორც განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

“1. სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით
გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბანში მდებარე 346 კვ/მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა №1 (მშენებარე) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.54.09.625).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება”,- ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე ირანის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა