14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ იოსებ ალიბეგაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

იოსებ ალიბეგაშვილი დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა”,_ აცხადებს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი მშვიდობიანი გზა ევროკავშირის წევრობაა