კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი “დამხობის აქციის” მონაწილედ გამოაცხადა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ოცნების” ლიდერი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აქციაზე მიზანმიმართულად ხელისუფების დამხობის სურვილით მივიდნენ, თუმცა, მისი თქმით, როგორც კი მიხვდნენ, რომ სცენარი ვერ გამოვიდოდა, პროცესებს გაემიჯნენ.
დანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობის არ აქვს ინტერპრეტაცია, დამხობა არის – დამხობა. პირდაპირ მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები კონკრეტუი მიზნით. მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის იყოს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, – განაცხადა კობახიძემ.

















