“არც “იმედი” და არც “რუსთავი-2”-ი დიდიხანია არ ემსახურებიან სიტყვის თავისუფლებას!
ეს ბუნებრივიცაა. პროპაგანდას რომ წლების მანძილზე მამუკა მდინარაძეს ჩააბარებ, აბა, შედეგი რა იქნება? ამ ტელეარხების ქმედებებიც სრულიად სამარცხვინოა. ცხადია, თავად ჟურნალისტებსაც ეს ბრწყინვალედ ესმით. ახლა მდინარაძე აღარაა და უშუალოდ კობახიძის დავალებებს ასრულებენ, რომელსაც არც საინფორმაციო პოლიტიკის გაეგება რაიმე და სინამდვილეში, არც დებატებია მისი ძლიერი მხარე.
ერთი საათის წინ დავწერე,- გამიხსენით სახელისუფლებო ტელეარხების ეთერი და ეს კი არ გადაიტანეს საკუთარ საიტებზე, ახობაძე რომ უზნეოდ მოიქცა და პასუხი გავეცი, მხოლოდ ამ ფრაგმენტს აზიარებენ.
თუმცა, ახლა სულ სხვა რამის თქმა მინდა: დააკვირდით, კობახიძეს აქვს უფლება ეთერში შეხვდეს ლელა ჯეჯელავას ან პაატა ზაქარეიშვილს და საერთოდ, ვისაც უნდა, იმას შეხვდება, თქვენ კი, არა გაქვთ ეს უფლება იმიტომ, რომ ნეობოლშევიკმა კობახიძემ ასე გადაწყვიტა. მისგან უნდა აიღოთ უფლება, რომელ ეთერში შეიძლება მონაწილეობა, რომელში- არა, თავად კი, თავისუფალია, რასაც უნდა, გააკეთებს! აი, ესაა საბჭოეთი, რომელშიც ამ წითელი ზნეობის ახალგაზრდა კაცმა დაგვაბრუნა!
ცხადია, არც იმედი, არც რუსთავი 2-ი და არც postv-ი ჩემს ამ სიტყვებს თავიანთ საიტებზე არ გადაიტანენ. თუმცა, ახლა მე სხვა ადრესატი მყავს, ეს ადრესატი “ქართული ოცნების” მმართველი გუნდია, ამ გუნდს მინდა ვუთხრა, რომ დებატები არაა კობახიძის ძლიერი მხარე, მისი გამოსვლები “ქართული ოცნებისთვის” წამგებიანია, არანაირი ავტორიტეტი ამ კაცს აღარ აქვს, მისი საყვარელი ფრაზა: “არგუმენტი არა გაქვთ”, აღარავის არ ხიბლავს. ბატონი სამხარაძე ამ დებატებში შეუდარებლად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ბატონი კობახიძე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ კეთილ რჩევას გაძლევთ: გაარიდეთ კობახიძე პოლიტდებატებს. მთელმა სამყარომ გაიგო, რომ ამ კაცმა ცრუ ჩურჩულის, ცრუ დაბეზღების და ცილისწამების გარდა, არაფერი არ იცის.
ისევ ვამბობ: წინასწარ ვიცი, რომ ვერც იმედი და ვერც რუსთავი 2-ი ვერ გაბედავენ ამ პოსტის საკუთარ გვერდებზე გადატანას”
,-წერს ირმა ინაშვილი.








