კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს.

კობახიძის ადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.

ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი ამ აქტში, რომლის მეშვეობითაც მხარს დაგვიჭერს აშშ და გვერდით დაუდგება ქართულ სახელმწიფოს
შემდეგი სტატია„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქტივისტ თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას ითხოვს