კობახიძემ ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

შესაბამისი ბრძანება ოცნების პრემიერმა 10 ნოემბერს გამოსცა.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ირაკლი ხმალაძე ამ თანამდებობაზე 2025 წლის 15 მაისს დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე ის იკავებდა თბილისის ვიცე-მერის პოსტს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის გელა გელაძის მოადგილის პოსტზე გიორგი სახოკია დაინიშნა
შემდეგი სტატია14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება- ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი