კობახიძე ზურაბიშვილზე-“წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ აგვისტოს ომზე განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა, მაინც გააკეთა… მერე მოგვიწია ამის შელამაზება”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია გაიხსენა და თქვა, რომ ეს იყო “უმძიმესი”, რადგან მათი კანდიდატი გუნდს არ უჯერებდა.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი წინასწარ გააფრთხილეს „აგვისტოს ომზე“ განცხადება არ გაეკეთებინა

“ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. ანუ არ გვიჯერებდა მაშინაც. როცა კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმოება. ტექნიკური საკითხებიც რომ ავიღოთ, კლიპი იყო გადასაღები და იმ კლიპის გადაღებაშიც არ მოგვყვებოდა. ასევე მაგალითად აქცია იყო დასაორგანიზებელი და იქ მოსვლაზე უარს ამბობდა.

ჩვენ რაც გვქონდა პიარული გეგმა, არ მოგვყვებოდა. მერე ჰქონდა კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა, მაინც გააკეთა, სამწუხაროდ. მაგალითად, ომთან დაკავშირებით განცხადება. ჯერ პირველი განცხადება გაკეთდა, მერე მოგვიწია ამის შელამაზება. ოპოზიციამ პირადად მეც შემაქო სხვათაშორის, კარგად შეალამაზეო… მერე მეორე ისეთი დაემატა, რომელიც მთლად შესალამაზებელი იყო. ესეთი რაღაცები იყო, მაგრამ ეს არის წარსული, რომლის გახსენებაც არ ღირს. დაყენებული იყო კანდიდატი და ბოლომდე მივყევით ამ კამპანიას და მთავარი ამოცანა იყო, რომ ნაცმოძრაობა არ მოსულიყო” – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: გიგაური, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, ჭიაბერაშვილი, ვახო სანაია პირდაპირ მოუწოდებდნენ ქვეყანას ომში ჩართვისკენ
შემდეგი სტატიაგენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქში მტრის ჯგუფებს დარტყმა მიაყენა