კობახიძე ზურაბიშვილზე: ის აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარშში საინტერესო არაფერი იყო.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის აპირებს შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა.

„პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი რამ იყო საინტერესო – მან დაასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარად ის აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა. ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება, ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან. დანარჩენი იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: “პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი”
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – დიასპორის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, მე ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი