კობახიძე: ზოგ ადგილზე მეორე ტური გვჭირდება, ზოგს პირველსავე ტურში მოვიგებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველსავე ტურში მოიგებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ჰყავდეს, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს იმ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, რაც წინა წლის განმავლობაში იყო.

„ზოგ ადგილზე მეორე ტური გვჭირდება, ზოგს პირველსავე ტურში მოვიგებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ საკრებულოში უმრავლესობის დაკომპლექტება. მერების არჩევნების გარდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საკრებულოს არჩევნების მოგება და უმრავლესობის მიღება იმისათვის, რომ დაბრკოლებები არ შეიქმნას მუნიციპალური განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აგვისტოსთვის
შემდეგი სტატიაჯაფარიძე მიშელის დოკუმენტზე: ისინი ვერ მოახერხებენ ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების გაუქმებას