კობახიძე ჟურნალისტს – მოდით, წაგება სახეს ნუ დაგაკარგინებთ

მოდით, წაგება სახეს ნუ დაგაკარგინებთ – თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, ნაადრევი იყო თუ არა გუშინდელი ზეიმი.

„პირველ რიგში, ერთი რამე ვთქვათ: მოდით, წაგება სახეს ნუ დაგაკარგინებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის პირველ რიგში და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, თქვენი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ამან სახე არ უნდა დაგაკარგინოთ. სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო.

რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისში და სხვა მუნიციპალიტეტებში, 3 შემთხვევა არის, სადაც ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, თუმცა იქაც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევაში არის ძალიან დიდი უპირატესობა, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის. აქედან გამომდინარე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირეგიონები, სადაც „ოცნების“ მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არჩევნების დაკვირვების შედეგები შეაჯამა