15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: შინაარსზე ვერაფერს გეტყვით, იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი

ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა.

„მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის.

თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი.

უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
შემდეგი სტატიაკობახიძე ოპოზიციის ალიანსზე: ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, მაგრამ აქვთ საკუთარი ინტერესები და ვერ ერთიანდებიან