კობახიძე – ვიდრე ოპოზიცია დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია

ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც IRI-ს კვლევას უტარებს, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის და მათი კომენტარებიდან ეს მკაფიოდ ჩანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, ენდობა თუ არა ის IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.

კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით ანალიზის გაკეთებისას მმართველი პარტია თავის მონაცემებს ეყრდნობა.

„ოპოზიცია ყველა მიმართულებით რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამას ყველა ხედავს. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერია მოსახლეობის 50%. ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია ოპოზიცია ამ ფორმით დარჩეს საქართველოში. ვიდრე ოპოზიცია ამ აბსოლუტურად დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკურ სისტემას სათანადო განვითარება არ უწერია. „ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა – შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივინც ითხოვს სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ან მომავალში მოითხოვს, ყველას უნდა საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში – კობახიძე
შემდეგი სტატიაკობახიძე – ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ! ეს შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, სააკაშვილს, მაგრამ ეს უნდა გამოვრიცხოთ!