კობახიძე: უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე – 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 მაგისტრატურას

ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო,“- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მიგრაციას იწვევს ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა, მნიშვნელოვანია მდგომარეობის გამოსწორება
შემდეგი სტატიაკობახიძე: გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი