26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გავრცელებული ცნობით, მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთო რეგიონულ ინტერესებზე დაფუძნებულ ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის. ყურადღება დაეთმო ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.

მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და ერთობლივი რეგიონული პროექტები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

banner
წინა სტატიაშისარფში 8 ტონაზე მეტი მავნე პომიდორი შეაჩერეს — პროდუქტი უკან გააბრუნეს
შემდეგი სტატია“ფერმერები ბაღებში ფიზიკურად ვერ შედიან – საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება ფაქტობრივად, ვერ ხერხდება”