კობახიძე: თუ ამომრჩევლის მოსყიდვას აქვს ადგილი, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

“თუ ვინმე აღიარებს, რომ მან აიღო ქრთამი ანუ ამომრჩევლის მოსყიდვას თუ აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში ქრთამის ამღებიც და გამცემიც არის, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მისაცემი” – ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, “თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, ბუნებრივია, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები”.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის ცნობით, გრძელდება ფულის დარიგება უბნების წინ.

“ჩვენ გვაქვს მასალა, სადაც ეს არის აღბეჭდილი, მაგალითად გორში, პირველ უბანზე, აგიტატორი აძლევს კონვერტს, რომელშიც ფულია და ამას აძლევს ამომრჩეველს” – ამბობს კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიაქტივობა 15:00 საათზე: 2020 – 36.45%; 2016 – 34.79%; 2012 – 44.99%
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, რომ საარჩევნო პროცესი გაგრძელდება ისევე მშვიდად, როგორც ამ წუთამდე მიმდინარეობს”