ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას,- განაცხადა კობახიძემ, რითაც გამოეხმაურა თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მასობრივ მოწამვლას.
,,როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ პრობლემებს. მთავარია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას”,– ამბობს კობახიძე.








