15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

კობახიძე: ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, დღეს უკვე უნივერსიტეტში, იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა

ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, დღეს უკვე უნივერსიტეტში, იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა.

როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს მიმართულება, ის [სტუ] იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვთაებაზე ზრუნვა, იცით, რომ ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი.

ჩვენ გვინდა, აღვდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა თავის დროზე ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ,-თქვა ირაკლი კობახიძემ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაშიდიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 157 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა