“ნამდვილად სამწუხაროა რაც ვიხილეთ სხდომათა დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, როდესაც შეხედოს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, გადავიდნენ შეურაცხყოფაზე ეს არის მართლა სამარცხვინო სახე. თუმცა აქ რთულია რამე შეცვალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არ გაქვს არ განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არც პატრიოტიზმი რთულია სხვანაირად იმოქმედო. ამ დღეში არიან ეს ადამიანები. ძალიან სამწუხაროა, რომ პირდაპირ ვიტყვი კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას ეს არის მათი საერთო სახე, ღირსება დაკარგული ადამიანების ერთობა, ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნეების წინ, მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს კაცის სახე და ქალს ქალის”,_ განაცხადა კობახიძემ სხდომათა დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე.















