კობახიძე სიძულვილის ბანერებზე – ეს არის, როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარი

რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება – “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე დედაქალაქში გაკრულ სიძულვილის ბანერებს “გამოხატვის თავისუფლებად” აფასებს.

კობახიძე ამბობს, რომ ამომრჩეველმა ამ ფორმით წინა ხელისუფლებას პასუხი გასცა.

“ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ეს არის როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით. მეგის ქარდავაზე იყო კითხვა, ის სააკაშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად განასახიერებს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამძიმებდა საზოგადოებაში ვითარებას. ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ასეთ ნიშნებს, ბუნებრივია, შეიცავს პოლარიზაციის ნიშნებს, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები თქვენ კარგად იცით ვინ არიან. ეს არის რადიკალური ოპოზიცია სამი კუთვნილი ტელევიზიით”,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – მეგის ქარდავა არაფერს აკეთებდა თავისით, საბოლოო ჯამში, პასუხი აგონ მთავარმა დამნაშავეებმა, შემკვეთებმა
შემდეგი სტატიაკობახიძე გახარიაზე – „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას