კობახიძე – შევსებულ კითხვარში დეტალურად არის აღწერილი არსებული მდგომარეობა – ყველა პასუხი არის ფაქტების კონსტატაცია

შევსებულ კითხვარში დეტალურად არის აღწერილი არსებული მდგომარეობა – ყველა პასუხი არის ფაქტების კონსტატაცია, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის კითხვარზე გაცემულ პასუხებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პასუხები ძალიან დეტალურია და მთლიანობაში 6000 – გვერდიანი დოკუმენტი მომზადდა რამდენიმე დღეში.

“ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რაც შეეხება კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც მეტწილად პოლიტიკურ თემებს უკავშირდებოდა, დაახლოებით 1000 გვერდიანი დოკუმენტი მომზადდა პასუხის სახით, რამდენიმე დღეში გაკეთდა პრაქტიკულად ეს ყველაფერი, რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც უფრო მეტად არის ტექნიკური და ეხება ეკონომიკურ და სხვა მსგავს თემებს, არის 5000- გვერდიანი დოკუმენტი მომზადებული რამდენიმე დღეში. შეგიძლიათ თავად განსაჯოთ თუ რა მოცულობის სამუშაო ჩატარდა, დეტალურად არის აღწერილი არსებული მდგომარეობა შევსებულ კითხვარში. რაც შეეხება სპეკულაციებს, ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, ეს არის ამ კითხვარის ამოცანა, ყველა პასუხი არის ფაქტების კონსტატაცია, როცა საქმე ეხება მაგალითად დემოკრატიულ მმართველობას, როგორ არის კანონმდებლობით მოწესრიგებული ეს საკითხი, პრაქტიკაში რა ხდება, ეს ყველაფერი არის სათანადოდ პასუხებში წარმოდგენილი, შესაბამისად თავიდან ბოლომდე ეს არის ფაქტების კონსტატაცია. ძალიან დეტალურია პასუხები, მთლიანობაში 6000 გვერდამდეა, რამდენიმე დღეში მომზადდა ეს ყველაფერი, დიდი სამუშაო ჩატარდა და რაც მთავარია ხარისხიანად ჩატარდა,”- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში “აზოვსტალზე” 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა – “აზოვი”