კობახიძე: შეთანხმება 2 პირს ეხებოდა, სხვა პოლიტკრიმინალებზე შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს

“თუ ვინმეს წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც პირდაპირ ცალსახად ეწერა. რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ყველაფერს დაადგენს გამოძიება ისევე, როგორც მელიას შემთხვევაში.
ვინ ვის მოერეოდა, ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. რაც შეეხება გამოძიებას, ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმის განახლებას.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის – 15 22 მეშვეობითაც შეეძლებათ
შემდეგი სტატიაუკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედრო დგას