14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

კობახიძე: შეფასებაც არ სჭირდება იმას, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები სხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლებას პირდაპირ ესხმიან თავს

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის ფარგლებში წარდგენილ შესწორებებს ეხმაურება, რომელიც ტელეკომპანიების: – „იმედის“, „რუსთავი2“-ის და „პოსტივის“ მიმართ შემზღუდავი ზომების მიღებას ითვალისწინებს.

კობახიძის განცხადებით, „შეფასებაც არ სჭირდება იმას, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები სხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლებას პირდაპირ ესხმიან თავს“.

„ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. ამას შეფასებაც არ სჭირდება. ე.წ. ევროპელი პოლიტიკოსები ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს პირდაპირ უპირისპირდებიან. მედიის თავისუფლებაც ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს. ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი თავდასხმები ხორციელდება
შემდეგი სტატიარასა იუკნევიაჩიანე: საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის კრიტერიუმებს