კობახიძე – შემაშფოთებელია ის გახშირებული ანტიამერიკული და ანტიევროპული თავდასხმები, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია გამოირჩევა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში არის პროდასავლური ძალების ადგილი და არა რუსული საქმის მკეთებელი რადიკალური ოპოზიციის.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან შემაშფოთებელია ის გახშირებული ანტიამერიკული და ანტიევროპული თავდასხმები, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია გამოირჩევა .

„ეს არის შემაშფოთებელი, მაგრამ კარგიც არის. გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური პარტიები ახდენენ თვითლუსტრაციას. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ესენი არიან რეალურად რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური პარტიები. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი გამოირჩევიან თავდასხმებით არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე, ამით ისინი ამხელელ საკუთარ თავს. ასეთი ძალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ქართულ პოლიტიკაში არის პროდასავლური ძალების ადგილი და არა რუსული საქმის მკეთებელი რადიკალური ოპოზიციის ადგილი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ოქმებით ვერ დგინდება გაყალბების მასშტაბი
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს