17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კობახიძე: შარშანდელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კობახიძემ სხდომის დაწყებისას ეკონომიკური ზრდის მონაცემები წარადგინა. პრემიერის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა.

კობახიძის განცხადებითვე, ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

“რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა თავის შედეგებს იძლევა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ. კორუფციასთან ბრძოლას ყველა დონეზე ვაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance – მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული- ადვოკატი