კობახიძე – საზოგადოება ხედავდა, პრეზიდენტის წარმომადგენლებს როგორ უჭირდათ პასუხების გაცემა, როცა ათჯერ ვერ ახერხებ პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ გაცნობიერებული გაქვს, რამდენად სუსტია შენი პოზიციები

ბევრი კომენტარი გავაკეთეთ იმპიჩმენტის პროცედურასთან, პროცესთან დაკავშირებით. საზოგადოება ხედავდა ყველაფერს, პრეზიდენტის წარმომადგენლებს როგორ უჭირდათ კითხვებზე პასუხების გაცემა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წარდგინების ავტორებმა ყველა კითხვას ზუსტი პასუხი გასცეს.

„შეგნებულად არ სცემდნენ კითხვებს პასუხს, ერთსა და იმავე თემაზე ათჯერ დასმულ შეკითხვას. როცა ათჯერ ვერ ახერხებ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ნიშნავს, რომ თავადაც გაქვს გაცნობიერებული, რამდენად სუსტია შენი პოზიციები. ასევე იხილეთ კითხვა-პასუხი ჩვენთან მიმართებით, რამდენი კითხვაც დასვეს, იმდენ კითხვაზე ზუსტი პასუხი გავეცი. მეორე მხრიდან ასე არ იყო, რადგან პასუხები არ აქვთ უამრავ კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მტკიცება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. როცა ამტკიცებ, რომ 49-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებას, ხოლო თვითონ მუხლის სათაური გეუბნება, რომ სტატუსს ადგენს, რაზეა აქ საუბარი. როცა გეკითხებიან, რა განსხვავებაა წარმოდგენასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას შორის და ამაზე არ გვპასუხობ, ხომ ყველაფერი ცხადია. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ნახა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP ჩატარდა
შემდეგი სტატიაობახიძე ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე – საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა – ეს არის ხელისუფლების პოზიცია