კობახიძე: სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს

„მოგიწოდებთ, ბატონო ნიკა, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს,“ – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას.

ირაკლი კობახიძემ ამ სიტყვებით მელიას მას შემდეგ მიმართა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

„ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, ბატონო ნიკა, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია, მარცხსაც სჭირდება ღირსეული შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი, დამარცხებული“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.

https://youtu.be/nzZWvgRb1MM

 

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: პარლამენტი ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია – მინდა, მელიას ვუთხრა: შვილო „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და უზრდელობ