2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

კობახიძე: საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ

“მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის  მთავრობათაშორისი  კომისიის მე-15 სხდომას თანა-თავმჯდომარის რანგში”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე.

„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის  მთავრობათაშორისი  კომისიის მე-15 სხდომას თანა-თავმჯდომარის რანგში. ჩვენი ქვეყნების დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე”, – აღნიშნავს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ორგანომ “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც იურიდიული დახმარების სამსახური, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ხდება