14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

კობახიძე: საქართველო–ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტი დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.

„ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც, ესეც არის ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება,“- აღნიშნა კობახიძემ

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის სამარცხვინო
შემდეგი სტატიასელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა