კობახიძე – საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის

საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „სანქციებთან დაკავშირებით ელოდებით თუ არა თქვენს სახელს და გვარს სანქცირებულთა სიაში“.

კობახიძის თქმით, ეს კითხვა არის სიმბოლური დღევანდელ დღეს.

„ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის
შემდეგი სტატიაშვედეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას – საელჩო